დონალდ ტუსკი - პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„უკრაინულ მხარესაც ესმის, რომ უმჯობესია ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე წარიმართოს, რათა მთავრობის სხდომას სიმბოლური მნიშვნელობა არ ჰქონდეს - ჩვენ ხომ ურთიერთობებში სიმბოლიზმი არ გვჭირდება. მთელი მსოფლიო ხედავს იმას, თუ რამდენად მტკიცედ გვაქვს უკრაინის დახმარება გადაწყვეტილი და სოლიდარობის დამატებითი ჟესტები საჭირო არ არის“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ მთავრობის სხდომა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება.

„ჩვენ ბაზრისა და სოფლის მეურნეობის საკითხების შესახებ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება. ეს კეთილგანწყობის გამოვლენას არა, მაგრამ შრომას მოითხოვს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტუსკის თქმით, გამოსავლის მოსაძებნად ტექნიკური მოლაპარაკებები ევროკავშირის დონეზეც არის საჭირო და ამის განსახილველად იგი 23 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, თუმცა არის ინტერესთა სხვაობა. ჩვენ, როგორც კიევს, ისე ბრიუსელს დავარწმუნებთ, რომ სიტუაციის შესახებ პოლონეთის ხედვას დაეთანხმონ“, - განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკს პოლონელი ფერმერების პროტესტის შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შეხვედრა შესთავაზა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება