მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ - რასაც გვთავაზობენ, მისაღებია, არც არაფერს გააფუჭებს, თუმცა არც არაფერს გააკეთებს სიღრმისეულად

ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური.

“ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, მოლოდინები პოზიტიური გვაქვს, ნაკლებად პოზიტიური, თუ მაღალი, მთავარია, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები უნდა შევასრულოთ.

“ოცნებას” რაც აქვს წარმოდგენილი, უშუალოდ მაგ ცვლილებებსა და ინიციატივებში ვერ ვხედავ პრობლემას. პრობლემა იმაში კი არ არის მისაღებია თუ არა, არ ფუჭდება არაფერი, რაღაცებს გააუმჯობესებს. მთავარია, 9 რეფორმაში გვიწერია ყოვლისმომცველი და ეფექტიანი რეფორმები, სამწუხაროდ, რასაც გვთავაზობენ [ “ქართული ოცნება”] ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური. დანარჩენი რასაც გვთავაზობენ მისაღებია, არც არაფერს გააფუჭებს, თუმცა არც არაფერს გააკეთებს სიღრმისეულად”, - განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება