ცესკოში NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აქტიურ ჩართვას საარჩევნო პროცესში და მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„საინტერესო შეხვედრა შედგა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად სიღრმისეულად ვისაუბრეთ ყველა იმ საარჩევნო საკითხზე რომელიც უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. მისასალმებელია მათი ჩამოსვლა ქვეყანაში ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს არჩევნების მთლიანობას, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას და არჩევნებთან მიმართებაში სანდოობის გაზრდას. ჩვენი მხრივ, კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რათა მათ ყოველთვის ჰქონდეთ ოპერატიული გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებისა და საკითხების შესახებ“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის მიმდინარეობისას დეტალურად განიხილეს აქტუალური საარჩევნო საკითხები. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ასევე დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან შეხვედრებს 19 თებერვლიდან მართავს. ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მისიის წევრები არიან შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი დენიელ გოტფრიდი, NDI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ევა ბუჟა და NDIის არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი რიჩარდ კლაინი. დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ NDI-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ცესკოში NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აქტიურ ჩართვას საარჩევნო პროცესში და მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„საინტერესო შეხვედრა შედგა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად სიღრმისეულად ვისაუბრეთ ყველა იმ საარჩევნო საკითხზე რომელიც უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. მისასალმებელია მათი ჩამოსვლა ქვეყანაში ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს არჩევნების მთლიანობას, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას და არჩევნებთან მიმართებაში სანდოობის გაზრდას. ჩვენი მხრივ, კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რათა მათ ყოველთვის ჰქონდეთ ოპერატიული გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებისა და საკითხების შესახებ“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის მიმდინარეობისას დეტალურად განიხილეს აქტუალური საარჩევნო საკითხები. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ასევე დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან შეხვედრებს 19 თებერვლიდან მართავს. ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მისიის წევრები არიან შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი დენიელ გოტფრიდი, NDI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ევა ბუჟა და NDIის არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი რიჩარდ კლაინი. დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ NDI-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა