არმაზ ახვლედიანი - წინასაარჩევნოდ მძიმე გარემოა შექმნილი და პარლამენტის თავმჯდომარის  გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ - მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის გაანადგუროს

წინასაარჩევნოდ მძიმე გარემოა შექმნილი და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიში.

როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის, ის გაანადგუროს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა დაიწყო ოპოზიციაზე უარყოფითი კონტექსტით საუბრის და გამოსვლის ბლოს თქვა, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთო. ეს აჩვენებს იმას, თუ სინამდვილეში რა განწყობა აქვს „ქართულ ოცნებას“. ნამდვილად, მძიმე გარემოა შექმნილი წინასაარჩევნოდ და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელმა გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ.

დღევანდელ მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის ის გაანადგუროს. მე ვეკითხები „ქართულ ოცნებას“ - რას უპირებენ ქართველ ხალხს, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ სამართლიანი არჩევნების გზით იმართებოდეს ქვეყანა. ეს არის ყველაზე საკვანძო თემა და შეკითხვა. რას ამბობს პაპუაშვილი და რა სიტყვებით შეამკობს თავის გამოსვლას, მისი აზრით, როგორ გააცამტვერებს ოპოზიციას ეს ერთია, რა ჭირს ოპოზიციას, ცუდი თუ კარგი, ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე განმარტებით, წინასაარჩევნოდ უნდა არსებობდეს ნდობა იმის მიმართ, ვინც დღეს მმართველია, შემდეგ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც არჩევნებს ატარებს და, შესაბამისად, გაჩნდებოდა ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.

„ეს ციკლი მთლიანად მორღვეულია, რადგან „ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე ნდობას არ იმსახურებს. ცესკო-ს მსგავსად ყველა სხვა საკითხებს ისე აგვარებს, როგორც ეს მის პარტიულ ინტერესშია და არა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ინტერესში“, - განაცხადა ახვლედიანმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა