ხატია დეკანოიძე - უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის - ვერაფერზე შევთანხმდით, კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა

უმრავლესობას შევთავაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა ალბანური მოდელის მიხედვით დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო , - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დასრულებამდე დატოვა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

გარდა ხატია დეკანოიძისა, შეხვედრა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დატოვა.

“საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ვენეციის კომისიის 9 რეკომენდაციას ეხებოდა. ამ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის დაბრუნებაა.

იუსტიციის საბჭოს რეფორმა ითვალისწინებს “ვეტინგის სისტემას”. ეს გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო კომისია, პარლამენტის დადგენილებით, მსჯელობს და ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. შემდგომში, პარლამენტი ამ შემადგენლობას ამტკიცებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში. მე უმრავლესობას შევთავაზე, რომ მსჯელობა ალბანურ მოდელზე დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

დღეს ვერაფერზე შევთანხმდით. კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა და საგნობრივი კამათი, სამწუხაროდ, ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას კი არ უნდა დაუთმოს, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველ ხალხს გამოადგება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დააკავშირებს. სასამართლო რეფორმა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს „კლანი“ უნდა ჩამოსცილდეს და თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში" შემავალი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო