ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდა

ორბელიანების სასახლემ უკვე მეორედ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს.

მათივე ცნობით, ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

„სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანნა ლიბერგიმ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

აღსანიშნია, რომ საკუთარ რეგიონებში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში, 6 თვის მანძილზე ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა თემსა და მუნიციპალიტეტში, ხვდებოდნენ სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად სტუმრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს, ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს, ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ საზოგადოებრივ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება