ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის განცხადებაზე - ეს ადეკვატური რეაქციაა - მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ“

ბაიდენის სიტყვები ადეკვატური რეაქციაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ, პაველ ზარუბითან საუბარში განაცხადა. მის ციტატას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინმა ივარაუდა, რომ ბაიდენის სიტყვები მის ბოლო ინტერვიუზე რეაქცია იყო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთისთვის უკეთესი სამომავლო პრეზიდენტია, ვიდრე დონალდ ტრამპი.

“და იქიდან გამომდინარე, რაც მან ახლა თქვა, სრულიად მართალი ვარ. ვინაიდან, ეს ადეკვატური რეაქციაა იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? - რადგან მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, ძალიან დამეხმარე”, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბაიდენის სიტყვების შემდეგ მან თავისი აზრი არ შეიცვალა და ჯერ კიდევ თვლის ბაიდენს რუსეთისთვის უკეთეს ვარიანტად.

ცნობისთვის, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოთხშაბათს სან-ფრანცისკოში საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება