შალვა პაპუაშვილი - მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით

მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი იყო, რასაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია აყენებდნენ ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა.

მისი თქმით, ეს არის სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოური საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს. საინტერესო დისკუსია გვქონდა და ჩავედით სიღრმეებში ყველა საკითხებში, ისტორიულ სიღრმეებში და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ვისაუბრეთ. ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიული კომიტეტის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვისაც. როგორც ჩანს, ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ. საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და რომელიც არ გახლავთ მოთხოვნა ვენეციის კომისიის, ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა, სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით საკითხი, რა არის ამისი საფუძველი, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მათი მხრიდან არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა.

,,იყო საუბარი, რომ ნდობა არ არსებობს ან რაიმე უსამართლო გადაწყვეტილებები ხომ არ გამოდის. მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა. პირიქით, დღეს, წლიური ანგარიშის ფარგლებში, ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე ყველა სასამართლო საქმეზე, რომელზეც იყო ხოლმე მითითება – „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე, რომლითაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, თითქოს მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული. ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა, იყო მტყუანი. ასეთი ბევრნი იყვნენ, თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც კი. თუ გაიხსენებთ „რუსთავი 2“-ის, სააკაშვილის, ახალიას საქმეს, ნახავთ განცხადებებს, როგორ გვიფასებდნენ ამას უკანგადადგმულ ნაბიჯად, როგორ გამოხატავდნენ შეშფოთებებს. ყველა აღმოჩნდა მტყუანი ქართულ მართლმსაჯულებასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ და თქვან, შევცდით, ხუთი წელი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ვაჯანჯღარეთ ქართული საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ, ახლაც ოპოზიცია ითხოვს, რომ მოსამართლეები სიღნაღიდან მესტიამდე უნდა გავატაროთ რაღაც სპეციალურ ფილტრში. ეს არასერიოზულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანხმობა აქ არ არის.

მეორე, მაგალითებად მოჰყავთ უკრაინა და მოლდოვა. სწორედ მოლდოვაში უცხოელებმა დანიშნეს კომისიის წევრები, რომლებმაც გადაამოწმეს თუ გადამოწმების ფილტრში გაატარეს მოლდოველი მოსამართლეები. მოლდოვაში კომისიის წევრები უცხოელებს ჰყავდათ დასახელებული, იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ასეთი წარმოდგენა თუ აქვთ, ასეთმა ხალხმა უნდა გადაამოწმოს ქართველი მოსამართლის კეთილსინდისიერება თუ სხვა რამ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით. დაჟინებით ვკითხულობთ, რა არის საბაბი, არგუმენტი, რატომ არის ეს საჭირო, მაგრამ ამას ვერავინ გვეუბნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა