მთვარეზე, ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ამერიკული კოსმოსური ხომალდი დაეშვა

ამერიკულმა ფირმა Intuitive Machines-ის კოსმოსური ხომალდი „ოდისევსი“ პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელიც, ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-დან მთვარის ზედაპირზე დაეშვა.

„ოდისევსი“ მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაეშვა, სადაც, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა, წყლის წყარო იყოს.

კოსმოსური ხომალდი გასულ ხუთშაბათს, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან გაუშვეს და მან დედამიწიდან 384 400 კმ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ Intuitive Machines-ი გახდა პირველი კომერციული კომპანია, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა. ნასა-სა და Intuitive Machines-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ოდისევსი“ აღჭურვილია ექვსი სამეცნიერო ინსტრუმენტით, რომელიც ხელს შეუწყობს მთვარის ზედაპირის შესწავლას და რადიოტალღების გაზომვას. მისიის მიზანია მთვარის სამხრეთ პოლუსის გარემოს შეფასება, რაც მნიშვნელოვანია ნასა-ს გეგმის განსახორციელებლად, რომელიც 2026 ბოლოს მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის გაშვებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება