რუსებმა ოდესასა და დნიპროზე დრონებით იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებითა და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ობიექტში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესას Shahed-131/136 დრონებითა და Х-31П და Х-22 ტიპის რაკეტებით შეუტიეს.

"რაკეტებმა ჰაერში საბრძოლო შესაძლებლობები დაკარგეს. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 9 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს", - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონი ოდესის სანაპირო ზონაში საწარმოს შენობას დაეცა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში, შესაძლოა, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

რუსებმა წუხელ, ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით უკრაინის სხვა ტერიტორიებსაც შეუტიეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დნიპროში უპილოტო საფრენმა აპარატმა მაღალსართულიან შენობას დაარტყა.

"წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რომ 4 ადამიანი დაშავებულია, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებს ლისაკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება