ჰეზბოლა - ისრაელის არმიის 12 პოზიციას დავარტყით

ლიბანში მოქმედმა შიიტურმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიის 12 პოზიციას დაარტყა.

მედიის ინფორმაციით, მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ცხრა პოზიციას აღმოსავლეთის მიმართულებით და სამს - დასავლეთის მიმართულებით.

მოძრაობაში განმარტავენ, რომ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმების დროს რაკეტები გამოიყენეს.

ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ვითარება 2023 წლის ოქტომბრიდან, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ გაუარესდა. ისრაელი და „ჰეზბოლა“ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე ერთმანეთის პოზიციებს თითქმის ყოველდღე ბომბავენ. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის გამო სამხრეთ ლიბანში 100 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების გამო, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებული, დაახლოებით, 80 000 ადამიანი გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს