ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება - 26-ში არჩევნებია და ისე კარგად გამოსწორდებიან 27 ოქტომბერს, სულ სხვა ადამიანები იქნებიან

„ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გაიმარჯვებს, „ძალიან ზრდილობიანი გახდება მმართველი გუნდის ყველა წარმომადგენელი და სულ სხვა ადამიანები იქნებიან“.

“ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს ოპოზიციის გამარჯვება. 26-ში არჩევნებია და ისე კარგად გამოსწორდებიან 27 ოქტომბერს, სულ სხვა ადამიანები იქნებიან, თუ დაინახავენ შედეგებს. ჩემი თვალით ვუყურე მოსამართლეთა კლანი რა მდგომარეობაში იყო ვაშაძე-ზურაბიშვილის არჩევნების მეორე დღეს. სხდომას ვერ ატარებდნენ. ეზოში გავიდნენ და გაოგნებულები ფიქრობდნენ, გადავეწყოთ, თუ არ გადმოვეწყოთ. ასე მოხდება, მათ მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვება გამოასწორებთ. ძალიან ზრდილობიანი ხალხი გახდება ყველა“,-აღნიშნა დოლიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პარტიას „ხალხისთვის“, დოლიძის თქმით, მისი ძალა რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას გამორიცხავს.

„ჩვენ გაერთიანებას რომელიმე პარტიასთან გამოვრიცხავთ. პარტიას გრძელვადიანი გეგმები აქვს. გვინდა ევროპული პარტია ავაშენოთ. არავისთან გავერთიანდებით. ტაქტიკურად სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ პარტიებთან, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლოა, ტაქტიკური შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, ხმების დაცვის კუთხით, მათთან გავაფორმოთ. პარტია ამ არჩევნებზე იქნება, შემდეგ არჩევნებზეც და იმედია, ხელისუფლებაშიც იქნება“, - აღნიშნა დოლიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო