მიხეილ დაუშვილი - ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ მიეკაროს სასამართლო რეფორმას - პროექტი, რომელსაც ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება

პირდაპირ გეტყვით, რომ პროექტი, რომელსაც წარმოადგენს და ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს „ვეტინგის“ პროგრამას.

მისივე თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაუკავშირდეს სასამართლო რეფორმას.

„პირდაპირ გეტყვით, რომ პროექტს, რომელსაც წარმოადგენს და ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას მაშინ, როდესაც დღევანდელი სასამართლო მათი შექმნილია და მერე „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა. ეს მანკიერებები რაც არის, მათი შექმნილია. მეორე, განსაკუთრებით რის მერეც არ აქვთ უფლება რომ ამ სფეროს გაეკარონ, მათ გასულ წელს „ოცნებას“ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაკომპლექტებაში, ამის შემდეგ საერთოდ „ნაცმოძრაობამ“ სასამართლო რეფორმაზე არც უნდა ილაპარაკოს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ზუსტად შესაბამისია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო