გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი მოსამართლეს - გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული მოსამართლეები არ გყავთ? - დღევანდელი სასამართლო არის ცირკი, შაპიტო

გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული მოსამართლეები არ გყავთ? - ამ სიტყვებით გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს მიმართა.

აღნიშნული მსჯავრდებულმა მოსამართლეს მას შემდეგ უთხრა, რაც მან მის ადვოკატს, შოთა კახიძეს სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა. კერძოდ, ადვოკატმა ვაჟა ფუხაშვილს შესავალ სიტყვაში განუცხადა, რომ მას „მოსამართლისგან მოწოდების სიმაღლეზე ყოფნის მოლოდინი არ ჰქონდა და ის მისი კოლეგებისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“.

ადვოკატმა ფუხაშვილს სანქცირებული მოსამართლეებიც შეახსენა.

აღნიშნულის შემდეგ ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატს შეურაცხყოფის მიყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და იქვე შეახსენა, რომ წარსულში თავად ადვოკატი შოთა კახიძეც პროკურორი იყო და მის მიერ სასამართლოში მიტანილი საქმეებიც არაერთხელ განუხილავს.

აღნიშნულს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი გამოეხმაურა და მოსამართლეს შეახსენა, რომ თავადაც ყოფილი პროკურორია.

„აქ გვედავებით ადამიანის გატაცებას, როგორც ბრალდება ამბობს. მოვა ის ადამიანი [გურამ ამირხანაშვილი] და შესაბამისი კითხვები დაისმება. ადამიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობა არ განუხორციელებიათ, არ დამუქრებიან და მანქანაში ისე ჩაჯდა. რანაირად არის ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა?

პატივისცემას ვამჟღავნებ, სადაც ვხედავ, რომ იმსახურებს, ეს სასამართლო იქნება, პროკურატურა, თუ ქვეყნის მართლმსაჯულება. თქვენ გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული არ გყავთ მოსამართლეები? დასანაცირებული არაა ყოფილი პროკურორი ბოტასების ქურდი? თქვენც პროკურორი იყავით. ამ საქმესთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებით მზად ვართ მივეხმაროთ პროკურატურას, მოიტანეთ სიცრუის დეტექტორი, ან მტკიცებულება მოიტანეთ და მაჩვენეთ შენი მოკლულია ან გატაცებულიაო. ძალა თქვენ ხელშია, მაგრამ ყველას მოუწევს პასუხისგება. იმედი არ მაქვს და არც ენთუზიაზმით არ ვარ განმსჭვალული. მთელი 9 თვე მკვლელები გვეძახეს წინასწარ, უფლებები რომ განგვიმარტეთ, ცოტა სასაცილოა. ცირკი გვაქვს და მივიდეთ - დღევანდელი სასამართლო არის ცირკი, შაპიტო",- განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლემ შენიშვნა მისცა და პატივისცემისკენ მოუწოდა.

"მომეცით შენიშვნა, რა გავაკეთო. ცირკი შეურაცხყოფა არ არის",- განაცხადა რევაზიშვილმა მოსამართლის შენიშვნის საპასუხოდ.

ამასთან, ბრალდებულებმა მოსამართლეს მოსამართლეს მოუწოდეს, სხდომები „სწრაფ-სწრაფად ჩაენიშნა“.

"პენსიამდე 2 წელი გაქვთ დარჩენილი და იქნებ იქამდე მოასწროთ ამ საქმის დასრულება“, - მიმართა მოსამართლეს რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე "ქემრის" 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო