დავით კირკიტაძე - დღეს რაზეც არ უნდა ისაუბროს ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რეალობას ყველა ვგრძნობთ - ქვეყანაში მხოლოდ საბანკო სექტორი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება, ეს კი, ქვეყნის მთავარმა ბანკირმა - ივანიშვილმა გააკეთა

დღეს რაზეც არ უნდა ისაუბროს ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელმა პარლამენტში, გარეთ რეალობას თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ - ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია ხალხის გაღარიბებაზე. ამ ქვეყანაში მხოლოდ საბანკო სექტორი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება. ეს ყველაფერი კი გააკეთა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა - ივანიშვილმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ინფლაციაზეა პასუხისმგებელი.

„დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის პარლამენტში ინტერპელაციის წესით, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იმის გამო, რომ მას ყოველდღიურად უძვირდება პროდუქტი. ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს ამას საკუთარ თავზე თუ როგორ არ ადარდებს ეროვნულ ბანკს, მოქმედ ხელმძღვანელობას, რომ ფასები იზრდება ყოველდღიურად, ის რომ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორი მდიდრდება ამ ქვეყანაში და ხალხი ღარიბდება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გასული წლის მანძილზე ორი მილიარდ 700 მილიონის მოგება აჩვენა საბანკო სექტორმა საქართველოში, ეს არის განუზომლად დიდი რიცხვი, მსგავსი რამ არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება. საქართველოში არცერთ ბიზნეს სექტორს, არცერთ სხვა სტრუქტურას არ ქონია ამხელა მოგება. ეროვნულმა ბანკმა, ივანიშვილის პარტიასთან ერთად შექმნა ქვეყანაში მდგომარეობა, სადაც მთლიანად ქვეყანა აღმოჩნდა ბანკების ხელში. მთელი ჩვენი ქონება, საქართველოს მოქალაქის ქონება, ქვეყნის ქონების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ორი დიდი ბანკის ქვეშ და ეს ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, ივანიშვილმა. დღეს რაზეც არ უნდა ისაუბროს ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელმა, გარეთ რეალობას ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი, ეს იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამსახურო, მაგრამ ყოველდღიურად უწევთ პროდუქტებზე გასვლა მაღაზიაში, თუ იქნება ადამიანი, რომელიც დასაქმებულია, იღებს მცირე ხელფასს და ამ ხელფასის დიდი ნაწილი მიდის ბანკებში პროცენტების დასაფარად“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო