ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას - იმდენად არ გინდათ ირაკლი რუხაძის განაწყენება, რომ ბატონ რუხაძის მიერ 360 ათასი პენსიონერის ძარცვაზე თვალს ხუჭავთ!

იმდენად არ გინდათ ირაკლი რუხაძის განაწყენება, რომ ბატონ რუხაძის მიერ 360 ათასი პენსიონერის ძარცვაზე თვალს ხუჭავთ! - მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, რათა ეს სიმახინჯე გავასწოროთ და ბატონი რუხაძისა და “ლიბერთი ბანკის“ აღვირახსნილი, მტაცებლური და მძარცველური მადა როგორღაც დამოკლდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან “მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საპენსიო სესხების თემაზე, ინტერპელაციის წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაა მიწვეული, ელისაშვილმა განაცხადა, რომ “როგორც სხვა ბანკები იქცევიან წესების მიხედვით, ასევე წესების მიხედვით უნდა მოიქეს ირაკლი რუხაძე“.

მისივე თქმით, “ლიბერთი ბანკი“ იმდენად შემზარავი რამ არის, რომ ფიქრობს, „იქ რობოტები მუშაობენ“.

“რატომ ელოლიავება ხელისუფლება მაქსიმალურად “ლიბერთი ბანკს“? რატომ უსვამს თავზე ხელს და რატომ ცდილობს თვალი დახუჭოს? ვიდრე პარლამენტში ინტერპელაცია არ დაინიშნა, ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან არანაირი შეხვედრა არ გაიმართებოდა. ეს იმიტომ, რომ “ლიბერთი ბანკის“ მფლობელი არის ირაკლი რუხაძე, რომელიც იმავდროულად არის ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელი. ტელეკომპანია “იმედი“ კი არის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთი დიდი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საყრდენი. რა თქმა უნდა, ირაკლი რუხაძეს ხომ არ გაანაწყენებდნენ...

იმდენად არ გინდათ ირაკლი რუხაძის განაწყენება, რომ თვალს ხუჭავთ ბატონ რუხაძის მიერ 360 ათასი პენსიონერი ძარცვაზე - “ლიბერთი ბანკი“ იმდენად შემზარავი რამ არის, რომ ვფიქრობ, რომ იქ რობოტები მუშაობენ. თუ იქ ნორმალური ადამიანი მუშაობს, როგორ შეიძლება გაჭირვებულ პენსიონერს, რომელიც სესხის მოცემას გთხოვს, თვალებში უყურებდე და ატყუებდე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ნათია თურნავას მიმართა, რომ “ლიბერთი ბანკის“ ვაკხანალიასა და პენსიონერთა მიმართ დამოკიდებულებაზე თვალს ეროვნული ბანკი ხუჭავდა“.

“რა არის კანონი უზენაესობა - ირაკლი რუხაძისთვის ყველაფერი შეიძლება და სხვისთვის არაფერი? - ქალბატონო ნათია, ეს ყველაფერი რუხაძეს აუხსენით და ისეთი წესები და რეგულაციები შემოიღეთ, რომ გაჭირვებულ ადამიანებს არ ძარცვავდნენ, არ ატყუებდნენ და თვალში ნაცარს არ აყრიდნენ, ხოლო რაც ნაძარცვი აქვთ, ის გავასწოროთ - სისტემურად გავასწოროთ როგორც “ოვერდრაფტები“, ასევე მანამდე აღებული სესხები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო