ირაკლი კობახიძე - დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან - ტენდენცია დადებითია

დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში დაინიცირდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“ „ჩვენ ვხედავთ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში შემცირებულია ასეთი დაფინანსების მოცულობა“.

„რაც შეეხება „ვეთინგს“, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, შემდეგ. იგივე მიზნით სურთ მათ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულებაზე იმისათვის, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა მოხდეს, რაც ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ. არის კონკრეტული ქვეყნები სადაც დღეს ცნობილი ადეიშვილის მოადგილე ატარებს „ვეთინგს“, როგორც გაგრძელდება ეს პროცესი შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჩვენთვის ასეთი პროცესები არის აბსოლუტურად მიუღებელი.

რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება, როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. ეს დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული სერიოზული გადახვევები იყო, როდესაც არცთუ ირიბად ხდებოდა პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. ტენდენცია არის დადებითი, სხვათა შორის ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტში დაინიცირდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში შემცირებულია ასეთი დაფინანსების მოცულობა, რაც არის ძალიან კარგი. თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს და რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირ და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოელი წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება იმისათვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია