ნათია თურნავა - არასწორი და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ დედოლარიზაციამ ფული გააძვირა - პირდაპირ გეტყვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მარჟა გაცილებით მეტია, ვიდრე ლარში

არასწორი და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ დედოლარიზაციამ ფული გააძვირა - პირდაპირ გეტყვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მარჟა გაცილებით მეტია, ვიდრე ლარში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თურნავას თქმით, ხდება მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ლარში საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, მაშინ როცა დოლარსა და ევროში საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ მაღალია.

„გამომდინარე აქედან, მეტი ლარი ეს არის უფრო მომგებიანი და ეს არის მოსახლეობის დაზღვევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა იყოს დედოლარიზაცია და ლარიზაცია - ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს ჰეჯირება, რაც სავალუტო რისკებისგან დაცვას ნიშნავს. ვისაც რა ვალუტაში აქვს შემოსავალი, სესხის აღება იმ ვალუტაში უნდა შეძლოს. ეს არის ჩვენი მომხმარებლების ფინანსური სირთულეებისგან დაცვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საპენსიო სესხების თემაზე იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება