გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა.

მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.

„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- აცხადებს მეზობელი.

ამასთან, მამის მკვლელობისთვის დაკავებულის, რეზი გამხიტაშვილის მეზობლების ინფორმაციით, ის წარსულშიც არაერთხელ იყო ნასამართლევი.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა ბოლოს ციხე დაახლოებით, 2 წლის წინ დატოვა. თუ რა მოხდა დღეს დილით, ან მკვლელობას წინ რა უძღოდა, ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ, მათ არც ჩხუბის ხმა გაუგიათ.

„მოკლული ძალიან კარგი კაცი იყო. ამ ბიჭს არ ვიცნობ, ნახევარჯერ დაჭერილი იყო, 2-ჯერ თუ 3-ჯერ იყო დაკავებული, ბავშვობიდან ციხეში ზის“,- განაცხადა მეზობელმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მე-2 მიკროში დღეს დილით, დაახლოებით, 09:00 საათზე მოხდა. გელა გამხიტაშვილი დანით მიყენებული ერთი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, შვილი - რეზი გამხიტაშვილი კი, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო