მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოტოელექტრული სისტემის ტესტირება და შემოწმება უკვე დასრულებულია და სადგურის ჩართვა ქსელის ოპერატორის მიერ რევერსული მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ მოხდება.

„ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია პოლონეთის მხარის დაკვეთით RP Global-მა განახორციელა, რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში საერთაშორისო დონის დეველოპერი და ოპერატორია.

პროექტის ღირებულებამ 26 680 ევრო შეადგინა და სრულად დაფინანსდა გმინა კობილნიცას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მადლობას უხდის გმინა კობილნიცას თვითმმართველობას და მერს ბატონ ლეშეკ კულინსკის.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება