გიორგი ვაშაძე - ყველა ზედმეტი რეგულაცია, რომელსაც იღებს ეროვნული ბანკი, აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს ელიტას - ფინანსური სექტორი უნდა გავხსნათ

ყველა ზედმეტი რეგულაცია, რომელსაც იღებს ეროვნული ბანკი, აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს ელიტას - ფინანსური სექტორი უნდა გავხსნათ, არა მეტი რეგულაცია, არამედ ისეთი გარემო შევქმნათ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციები ქვეყანაში შემოდიოდნენ, თქვენმა რეგულირებულმა ბაზარმა, თქვენმა დედოლარიზაციამ მოიტანა ხალხის გაღარიბება და საბანკო სექტორის გამდიდრება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას უსმენდნენ.

მისი თქმით, „საქართველოში არ შემოდიან საერთაშორისო საფინანსო კომპანიები, ფინანსები ძვირია, შესაბამისად, ბიზნესის დაწყება რთული“.

„საქართველოში ფინანსები არის ძვირი, საქართველოში ძალიან რთულია დაიწყო ბიზნესი. ქართული ბიზნესისთვის კატასტროფული ვითარებაა, სესხი, კაბალური პირობებით, ასე როგორ უნდა განვითარდეს ქართული წარმოება ან ნებისმიერი სექტორი, რამდენი სასტუმრო დაიკეტა ამის გამო?! ჩადით ქობულეთში და ნახეთ, ადამიანები ვერ იხდიან ვალებს, უწვეთ სახლის ჩადება და გაყიდვა. თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორ იცავთ მოქალაქეების ინტერესებს. ზუსტად ამის მაგალითია „ლიბერთი ბანკი“, რომელიც არის ძარცვის მექანიზმი პენსიონერებისთვის. წლებია ამაზე ვლაპარაკობთ. „ლიბერთი ბანკმა“ ახლა განა რამე მოიკლო - დაიმატა. თვითონ თქვეს, 7 მილიონი დამიჯდება მხოლოდ სესხის ამ პროცენტის დაკლებაო, მაგრამ ყოველწლიურად ბიუჯეტი 15 მილიონს უხდის, 2-ჯერ მეტს. „ლიბერთი ბანკმა“ მოიგო და პენსიონერმა წააგო ისევ. ეროვნულმა ბანკმა კონკურენტული გარემო უნდა შექმნას და არა ისეთი მოჭიმული ჰქონდეს რეგულაციები, რომ ჩაკეტოს ეს სფერო. მითხარით მსხვილი საფინანსო ინსტიტუცია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა. ერთი საერთაშორისო საფინანსო ბრენდი გვქონდა „სოსიეტე ჟენერალი“ და გავიდა ქვეყნიდან. „დიჯითალ“ პატარა ბანკებს არ ვთვლი, რადგან ისინი კონკურენციაში ვერ შედიან,“ - განაცხადა ვაშაძემ, რასაც უმრავლესობის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ვაშაძეს საქართველოს ბაზრიდან HSBC ბანკის გასვლა შეახსენეს.

„HSBC ბანკის გავიდა და ძალიან ცუდია. მომისმინეთ რა, თუ რამეზე დებატი გინდათ, არის აგერ თქვენი ტელეკომპანია „იმედი“, იქ მოვალ და იქ ვილაპარაკოთ. იყვირეთ, იყვირეთ, ყოჩაღ, ბრავო! აბა თქვენ იცით, პარლამენტი არ არის ყვირილის ადგილი, დასხედით და მოისმინეთ,“- მიმართა ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება