ირაკლი კობახიძე - არჩევნებით განისაზღვრება ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, არ უნდა მივცეთ არავის ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება - არ გამოვრიცხავ არავითარ სცენარს

ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები, არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქმედი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც მიუღებელია, რადგან ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი.

„რაც შეეხება ცესკოს. მე ვერ შევალ ასეთ დეტალებში, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ- არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც 2 წლის წინ 6 თვით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მოქმედი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი. მიკერძოებული ადამიანი. ხომ ყველას გვესმის, რომ ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ მე არავითარ სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ცესკო არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომლის ხელშია ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტრუმენტი, ეს არის არჩევნები. სწორედ არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცოტა ხნის წინ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება