რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-თურქული ურთიერთობების ხარისხს და მნიშვნელობას სამეზობლო პოლიტიკის ყველა სფეროში და გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

„ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობ, იმის მიუხედავად, რომ ბებია უკეთ საუბრობდა ქართულად“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ისრაფილ ქიშლამ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

„პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ყოველ ჯერზე რწმუნდება, თუ როგორი ტოლერანტია ქართველი ერი და ახარებს საქართველოს განვითარება და პროგრესი. ისრაფილ ქიშლამ ხაზი გაუსვა ადამიანებს შორის თანასწორობას და დასძინა, რომ პანდემიის დროს უცხო ქვეყნებს თურქეთი ისე ეხმარებოდა, ერთადერთ პრიორიტეტად ადამიანს მიიჩნევდა, განურჩევლად მისი რელიგიური თუ სხვა განსხვავებებისა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ვრცლად ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, საქართველოს მუსლიმი თემის მხარდამჭერ პროექტებზე და ამ თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების სასარგებლოდ განხორციელებული აქტივობები და გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა საინტერესო პროექტების მოსამზადებლად, ქვეყნების პირველი პირების სამომავლო ვიზიტების დღის წესრიგისთვის.

პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ისაუბრა თურქეთის განათლების სფეროს პროგრესზე და წამოაყენა ქართულ-თურქული უნივერსიტეტის გახსნის იდეა.

დასასრულს, ისრაფილ ქიშლამ მადლობა გადაუხადა, როგორც რელიგიის სააგენტოს, ისე მასპინძელ კოლეგა ორგანიზაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საუბარს ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება