ნათია თურნავა - ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას - მოგიწოდებთ, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პენსიონერებსა და მათ ოჯახებს, ნუ ვითამაშებთ მათ ემოციებზე

ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას - მოგიწოდებთ, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პენსიონერებსა და მათ ოჯახებს, ნუ ვითამაშებთ მათ ემოციებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებსით თუ უნებლიედ არასწორი განცხადებები გავრცელდა, რომ თითქოს ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლება და ვალდებულება აქვს ბანკს, სესხის განულებას ნიშნავს.

„თუკი ნებსით და უნებლიედ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა და რომელიმე თქვენგანმა ხელი შეუწყვეთ ამის გავრცელებას, გთხოვთ, რომ განმარტება გავაკეთოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი პენსიონერების ინტერესიდან გამომდინარეა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას“, - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუმარტა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ბანკისა და პენსიონერის ორმხრივ ქმედებას.

„ბანკი ვალდებულია დააბრუნოს გადავადების პროცესში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება“, - აღნიშნა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება