პრემიერი - გულისყურით მოვეკიდებით თითოეული იმ ადამიანის ინტერესს, რომელსაც შოვში მიწის ნაკვეთები ჰქონდა - იქ, ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება რეკომენდებული არ არის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გულისყურით მოეკიდებიან თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელსაც შოვში კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა ჰქონდა.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შოვში მომხდარ ტრაგედიაზე.

„რაც შეეხება შოვს, დასკვნა ასეთია - იქ, ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება რეკომენდებული არ არის. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. მათ შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გულისყურით მოვეკიდებით თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელსაც იქ, ჰქონდა კონკრეტული მიწის ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა. დანარჩენი უკვე დეტალური კონსულტაციების საქმეა. შესაბამის მინისტრებთან ერთად მექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე, მათ შორის სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე უნდა დადგინდეს ის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები, რა ტიპის კომპენსაციები უნდა გაიცეს შესაბამისი ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება