ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.

პარლამენტის ინფორმაციით, ვენაში მიმდინარე სესიაზე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა და უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

„უკრაინაში მიმდინარე აგრესიისა და სამხედრო მოქმედებების პარალელურად, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ. აფხაზეთის იზოლაციისკენ მიმართული პროცესები მიზნად ისახავს მოსკოვის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას ოკუპირებულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ადგილზე არსებულ ისედაც მძიმე ვითარებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ქვეყნის მნიშვნელოვან რეგიონულ როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის პროცესში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლს.

„კიდევ ერთხელ მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა, რომ აუცილებელია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩამოაყალიბოს მკაფიო სტრატეგია ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ეფექტიანი გადაჭრისთვის“, - განაცხადა გამოსვლის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენაში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.

დელეგაციის შემადგელობაში არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი და თინათინ ბოკუჩავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება