ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს

ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

შესაბამისი განცხადება ჭიაბერაშვილმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამ დროს შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ინვესტიციების შემოსვლა სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ეს გამოასწოროს ივანიშვილის რეჟიმმა. ეს ყველაფერი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, 2024 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა“.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ჩინეთის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით - გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები და როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა - რაც შეეხება აშშ-ს აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო