ელჩი - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა ძალიან წარმატებული იყო - მოხარული ვარ, რომ საქართველოს წარმომადგენლები პირველად ეწვივნენ ბრიუსელს, როგორც კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები

ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში ქართველებმა თავად უნდა გაიარონ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ევროკავშირი-საქართველოს მე-8 ასოცირების საბჭოს ვესწრებოდი. ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო, ძალიან შინაარსიანი განხილვებით, ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი. ოჯახური გარემო იყო, და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს წარმომადგენლები პირველად ეწვივნენ ბრიუსელს, როგორც კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები.

ის, რაც ჯოზეფ ბორელმა თქვა სრულიად ნათელი იყო - ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში ქართველებმა თავად უნდა გაიარონ. ყველამ ვიცით 9 ნაბიჯი. მეორე ნაბიჯია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი ელექტორალური პროცესი. რა თქმა უნდა, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით.

ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის მოწვევა გაახანგრძლივოს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით იქნება ჩატარებული, რათა საქართველოს დემოკრატია გაძლიერდეს, და საქართველო უკეთ მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის ისე სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი