მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხვალაც შეხვდება, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება

ვიფიქრეთ, რომ ჩვენ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ, 4 საათზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის წევრებსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე იქნება.

„ყველაზე მთავარი და ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არგუმენტები აქვს ერთსა და მეორე მხარეს. ჩვენ ყველა არგუმენტი დეტალურად გავიარეთ, გვქონდა კითხვებიც. ყველა საკითხთან დაკავშირებით, ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. პრემიერ-მინისტრმაც, არგუმენტების სახით, ყველაფერი მოისმინა. ვიფიქრეთ, რომ ჩვენ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და მეორე მხარის ინფორმაციაც მოვისმინოთ, ამიტომ ხვალ, 4 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია რაიმე გადაწყვეტილებისკენ წავიდეთ. უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან ამდენი ინფორმაცია მივიღეთ. ყველაფრის შეჯერების საფუძველზე, რაციონალური გადაწყვეტილებისკენ ვივლით.

ერთია პროტესტი, რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი არ არსებობს. ამას თვითონაც აღნიშნავენ და დიდი მადლობა ექიმებს ამ სწორი დამოკიდებულებისთვის. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე იქნება. გადაწყვეტილებას მივიღებთ სახელმწიფოს სასარგებლოდ და ასევე იმისთვის, რომ ექიმებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ღვაწლი დავუფასოთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი მოითხოვს გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ. როგორც მედიკოსები განმარტავენ, სამთავრობო ბრძანება ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება