დენის შმიგალი - პოლონელ მაღალჩინოსნებთან საზღვარზე შეხვედრა არ შედგა - 1 თვის წინ შევთანხმდით, რომ საზღვრის ბლოკირება ჩვენს ქვეყნებს ავნებს, 1 თვე გავიდა და ამ წერტილში დავბრუნდით, ოღონდ ახლა ღია პროვოკაციებს ვხედავთ

პოლონელ მაღალჩინოსნებთან საზღვარზე შეხვედრა არ შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინული დელეგაცია 23 თებერვალს პოლონეთთან საზღვარზე მივიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავას „შეთანხმება და კომპრომისის პოვნა” შესთავაზა საზღვრის ბლოკადასთან დაკავშირებით.

უკრაინულ მხარეს შმიგალის გარდა წარმოადგენდნენ ვიცე-პრემიერები ოლგა სტეფანიშინა და ალექსანდრ კუბრაკოვი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიკოლა სოლსკი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები და სახელმწიფო სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელები.

„ერთი თვის წინ კიევში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა იმაზე ისაუბრა, რომ პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო, ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ბოროტებასთან ამ სასიკვდილო ბრძოლაში.

ერთი თვის წინ, ჩვენ შევთანხმდით, რომ საზღვრის ბლოკირება ჩვენს ქვეყნებს ავნებს და მნიშვნელოვანია ასეთი ინციდენტების თავიდან აცილება.

ერთი თვე გავიდა და კვლავ ამ წერტილში დავბრუნდით. ოღონდ ახლა ღია პროვოკაციებს ვხედავთ.

უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებებისთვისა და კომპრომისის პოვნისთვის პლატფორმა შესთავაზა. აქ, საზღვარზე. როგორც თანაბარ პარტნიორებსა და მოკავშირეებს.

მაგრამ, სამწუხაროდ, პოლონელ მაღალჩინოსნებთან ასეთი შეხვედრა დღეს ვერ შედგა,” - წერს შმიგალი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება