უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, „მედიახმა" 2024 წლის „ისტორიის მცველებს“ დააჯილდოებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე,"მედიახმა" 2024 წლის „ისტორიის მცველებს“ დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება.

„წელს სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა 11 გამარჯვებული უკრაინასა და საქართველოში, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაძლიერებაში.

„ისტორიის მცველების“ ჯილდო დაწესდა 2022 წელს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს. ღონისძიებას დაესწრებიან უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ანატოლი ხრისტენკო, ევროკავშირის დელეგაციის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდიის ფარგლებში.”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს