უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო

უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

„A-50-მა, ზედმეტი სახელით „ბაიანი“ საკმარისი იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს „სამშობლოს დამცველის დღეს"! სახლში უნდა იზეიმოთ!

მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო!

მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებისკენ!” - წერს ოლეშჩუკი.

უკრაინული გამოცემის „უკრაინსკაია პრავდა” ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ეისკსა და კრასნოდარს შორის რაიონში ჩამოვარდა.

რუსული “ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, ცეცხლით მოცული თვითმფრინავის ჩამოვარდნის თვითმხილველები კრასნოდარის მხარის სოფელი ტრუდოვაია არმენიას მცხოვრებლები გახდნენ.

„დაუდგენელი მფრინავი აპარატი კრასნოდარის მხარის კანევსკის რაიონში ჩამოვარდა, ადგილზე ლერწამი იწვის“, - წერს რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს იყო განადგურებული და აზოვის ზღვაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისში რუსეთის განკარგულებაში სამუშაო მდგომარეობაში 10-ზე ნაკლები მსგავსი თვითმფრინავი იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება