კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსნებს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით ჩატარდა.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 103 წლის წინ, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ვმასპინძლობთ თბილისის საჯარო სკოლების 2022-2023 წლის მედალოსნებს, რათა მომავალი თაობა ვაზიაროთ იმ ღირებულებებს, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

წელს, სიმბოლურად ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები შევარჩიეთ. როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მსურს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ვაჩვენო საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ვიზიტორებმა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.

ღონისძიება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მხარდაჭერითა და პარტნიორობით ჩატარდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო