ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ

ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ.

„ფინეთი უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა და უკრაინელები სამართლიან და მდგრად მშვიდობას იმსახურებენ, - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში.

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სრული მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხარდაჭერის შესაძლებლობა და რესურსები გვაქვს. თავდაცვის წარმოება სწრაფად უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

„ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. ნიდერლანდები ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.

„ეს პუტინი იყო, რომელმაც რუსეთის უკანონო აგრესიული ომი დაიწყო და ახლა სწორედ პუტინმა უნდა შეწყვიტოს იგი“, - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს