მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეების უპრეცედენტო ერთობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„მართლაც წარმოუდგენელი აქტივობა არის ჩვენი მოქალაქეების, სადაც ჩავდივართ. და ხედავთ რომ თითქმის უკვე ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ჩავალ ყველგან! აი, ეს ხდება ყველგან , არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მოდიან და ხელს აწერენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენი ეს ერთობა, მართლაც უპრეცედენტო ერთობა ჩვენი მოქალაქეების, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ქვეყნის თავისუფლებას ნიშნავს.

„ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, გურიაში ადამიანები ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭერები, რომელიც არის ყველაზე ერთგული ადამიანები და არა მხოლოდ ამ პარტიის მხარდამჭერები, ყველა იაზრებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნისთვის მეტი ეკონომიკური დოვლათის მოტანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ არჩევანს, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უპირობოდ თავისუფალი და ამას საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა იაზრებს და იაზრებენ გურიაშიც, სადაც არიან ყველაზე მებრძოლი და ერთგული ადამიანები“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება