ლოიდ ოსტინი - აშშ-მა, ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყეს

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კოალიციის ძალებმა რვა ადგილს დაარტყეს, მათ შორის „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის საცავს, სარაკეტო საცავს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და ვერტმფრენს, რათა კიდევ უფრო დაერღვიათ და შეემცირებინათ „ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, განახორციელონ თავდასხმები აშშ-სა და საერთაშორისო გემებზე, რომლებიც კანონიერად გაივლიან წითელ ზღვას, ბაბ აი-მანდების სრუტესა და ადენის ყურეს“.

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უყოყმანოდ მიიღებს საჭირო ზომებს ადამიანთა სიცოცხლის და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია.

„ჩვენ „ჰუსიტებს“ გარკვევით ვეუბნებით, რომ დაზარალდებიან იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყვეტენ უკანონო თავდასხმებს, რომელიც აზიანებს ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკას, იწვევს გარემოს ზიანს და აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას იემენსა და სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნულია ლოიდ ოსტინის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება