ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, მათგან არ ველით ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ხელისუფლების პოზიციას, რაც ყოველთვის უნდა იყოს შეურიგებლობა ოკუპაციისადმი

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ის არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს ოკუპაციისადმი შეურიგებლობა.

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ის არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, ეს პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს შეურიგებლობა ოკუპაციისადმი და უნდა იყოს სწორედ გამსჭვალული იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა ქვეყანამ თავი უნდა დააღწიოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გავლენებს.

თან დღევანდელი დღე არის მეორე დღე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავიდან. უკრაინელმა ხალხმა მართლაც საოცარი გმირობით შეძლო, რომ შეეჩერებინა რუსული არმია. მიმდინარეობს ყოველდღიური სისხლისმღვრელი ბრძოლები, მაგრამ ეს ყოველდღიური ბრძოლები აღსავსეა უკრაინელი ხალხის გმირობით და ის იმსახურებს სულ აღტაცებასა და მხარდაჭერას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება