პრეზიდენტი - რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს - საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს გზიდან

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს.

მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან.

„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.

დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.

საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია”, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის