მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

როგორც ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმალვა არ უცდია, მათ შორის, არ განუხორციელებია მოწმეებზე ზემოქმედება.

„ამ ეტაპზე დუმილის უფლებას გამოვიყენებ. მე ახლა არ მაქვს ეგ თანხა. თუ შემიფარდებთ, რაიმეს ვიზამ, მადლობელი ვიქნები. კარგი იქნება, თუ გირაო შემეფარდება“,- აღნიშნა ბრალდებულმა.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 16 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს