უკრაინის თავდაცვის მინისტრი - 2024 წლის გეგმა მოგვცემს შედეგებს

არსებობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქმედო გეგმა 2024 წლისთვის, ის მძლავრია და შედეგებს გამოიღებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ფორუმზე "უკრაინა. 2024 წელი" განაცხადა.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს, რომ გარღვევა მოვახდინოთ. 2024 წლის გეგმა უკვე არსებობს. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ის არის მასშტაბური, ძლიერი და არა მარტო იმედის მომცემია, არამედ მოგვცემს შედეგებსაც 2024 წელს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. უმეროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დღეს ყველაზე დიდი ომია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს 3200 კილომეტრი სიგრძის ფრონტის ხაზი, გვაქვს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის 1200 კილომეტრიან ხაზზე. ეს არის ომი, სადაც ბევრი რამ პირველად ხდება - ეს არის პირველი ომი, სადაც ამდენი რაკეტა გაუშვეს მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ 8 000-ზე მეტი რაკეტა ისროლა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ამ ომში უკრაინელმა ჯარისკაცებმა პირველად ჩამოაგდეს "კინჯალები", თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის მძლავრი ფლოტი დრონებით.

„ეს ზოგადად დრონების პირველი ომია. ეს არის პირველი ომი სმარტფონებით ხელში, სადაც უკრაინა იბრძვის ჰიბრიდულ საინფორმაციო ომში“, - განაცხადა უმეროვმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მუდმივ ინსპექტირებას ახორციელებს სამხედრო ნაწილების სურსათის მიწოდების კუთხით.

„მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში ათობით მილიონი გრივნის ღირებულების დარღვევები დავაფიქსირეთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის ძალებში კორუფციული სქემების იდენტიფიცირება და ამ სისტემის გასუფთავება მიმდინარეობს.

"ომის დროს კორუფცია ტერორიზმზე უარესია. არანაირი მოლაპარაკება მათთან, ვინც ჩვენს ჯარისკაცებს პარავს", - ხაზგასმით აღნიშნა უმეროვმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება