NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი - გამოვაგზავნით კიდევ ერთ წინასააჩევნო დელეგაციას არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე

ჩვენ აქ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების მისიითაც ვიმყოფებით, რათა შევაფასოთ მთელი საარჩევნო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით. NDI და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები და მოქალაქე დამკვირვებლები დააკვირდებიან მთელ წინასაარჩევნო პერიოდს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორმა, რიჩარდ კლაინმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ყოფნა.

მისი თქმით, ორგანიზაცია კიდევ ერთ წინასაარჩევნო დელეგაციას არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე გამოგზავნის.

„NDI-ს აქვს პატივი კიდევ ერთხელ დააკვირდეს საქართველოში არჩევნებს. ჩვენ აქ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების მისიითაც ვიმყოფებით, რათა შევაფასოთ მთელი საარჩევნო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით. NDI და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები და მოქალაქე დამკვირვებლები დააკვირდებიან მთელს წინასაარჩევნო პერიოდს. ჩვენ ასევე გამოვაგზავნით კიდევ ერთ წინასააჩევნო დელეგაციას არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე და ასევე განვათავსებთ გრძელვადიან ანალიტიკოსებს, რათა თვალყური ვადევნოთ წინასაარჩევნო მოვლენებს“, - აღნიშნა რიჩარდ კლაინმა.

ამასთან, რიჩარდ კლაინის თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ NDI-ი წარადგენს ყოვლისმომცველ ანგარიშს მთელს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

„არჩევნები არის პროცესი და ჩვენ, NDI ვახორციელებთ პირველ წინასაარჩევნო შეფასების მისიას და ჩვენ განვახორციელებთ მეორე წინასაარჩევნო შეფასების მისიას, იმისთვის, რომ კომენტარი გავაკეთოთ და პრაქტიკული რეკომენდაციები მივაწოდოთ საარჩევნო გარემოსთან და არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო აქტთან დაკავშირებით”, - დასძინა მან.

მისივე თქმით, NDI, არჩევნების დასრულების შემდეგ ყოვლისმომცველ ანგარიშს წარადგენს. „NDI არჩევნების დასრულების შემდეგ წარადგენს სრულფასოვან ანგარიშს მთელ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ასევე, არჩევნების შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით, როგორიცაა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული გადაწყვეტა“, - აღნიშნა რიჩარდ კლაინმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო