კირილ ბუდანოვი - რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა

რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"კიდევ ერთი A-50 "ჩამოვარდება" და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს", - აღნიშნა ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისა და მთავარი დაზვერვის დირექტორატის ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა. ნამსხვრევები რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ჩამოვარდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი საბჭოთა ს-200 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზებული რაკეტის გამოყენებით ჩამოაგდეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებული A-50-ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა - ხუთი მაიორი, სამი კაპიტანი, პრაპორშჩიკი და ლეიტენანტი. 23 თებერვალს ჩამოგდებული A-50 ტიპის თვითმფრინავი უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს განადგურდა და აზოვის ზღვაში ჩავარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს