რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტამბოლის მთავარ მუფტს შეხვდა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტამბოლის მთავარ მუფტს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ცნობით, სტამბოლის მთავარ მუფტთან, საფი არპაგუსისთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა სტამბოლის მთავარ სამუფტოში შედგა.

„საფი არპაგუსიმ საუბარი იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტს ანკარაში და მოხარულია, დელეგაციას სტამბოლში უმასპინძლოს. სტამბოლის სამუფტო ყველაზე დიდია თურქეთში, ვინაიდან ქვეყნის 85 მილიონიანი მოსახლეობიდან 20 მილიონი სტამბოლში ცხოვრობს. მთავარი მუფტის თქმით, სტამბოლში 4328 მეჩეთი, 300-ზე მეტი ეკლესია და 36 სინაგოგაა, რომელიც სტამბოლის 46-ვე რაიონშია განფენილი. აღსანიშნავია, რომ დიანეთის გარდა, არცერთ სამინისტროსა და ინსტიტუციას არ აქვს სოფლების დონეზე წარმომადგენლობითი წვდომა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქართული ისლამის ფენომენზე და სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ მხარდაჭერაზე. მუფტმა ხაზი გაუსვა, რომ აღფრთოვანებულია საქართველოში ტოლერანტობის ღრმა ისტორიით და დანანებით აღნიშნა, რომ საქართველოში ნამყოფი არ არის.

მხარეებმა გამოთქვეს ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი და მზაობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბულში, ალექსანდრე ჯიშკარიანი და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქული მხარის ორგანიზებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა აია სოფიას და სულთან აჰმედის (ლურჯი მეჩეთის) წინამძღვრებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება