ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის კაბინეტს რაფაჰის სახმელეთო ოპერაციის გეგმა წარუდგინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ომის კაბინეტს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის განხორციელების გეგმა წარუდგინეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ნეთანიაჰუ ამ ქალაქს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ „უკანასკნელ ბასტიონს“ უწოდებს, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.

სააგენტო dpa წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ისრაელის პრემიერი რაფაჰში სახმელეთო შეტევის ოპერაციის გეგმის დამტკიცებას აპირებს და ამ მიზნით, კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება