გივი მიქანაძე - ლუდომანიის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, დამატებითი ნაბიჯები შემეცნებითი კუთხით, განსაკუთრებით ეს სკოლის პედაგოგებთანაა დაკავშირებული - ასევე, მნიშვნელოვნია სარეაბილიტაციო პროგრამები ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს

ლუდომანიის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა შემეცნებითი კუთხით, განსაკუთრებით ეს სკოლის პედაგოგებთან არის დაკავშირებული - ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სარეაბილიტაციო პროგრამები ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება თემატური მოკვლევის ანგარიში, რომელიც ეხება ახალგაზრდებში ლუდომანიის პრევენციას და იმ საქმიანობას, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ამ მიმართულებით ახორციელებენ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, თემატური მოკვლევა, თავისი რეკომენდაციებით, სახელმწიფო უწყებებს საშუალებას მისცემს, რომ ამ მიმართულებით შემდგომი ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას.

"ამ ანგარიშმა, რომელიც 6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო UNICEF-ის ექსპერტი, საკმაოდ სიღრმისეულად მოგვცა წარმოდგენა 2021 წლის ბოლოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიღწეულ შედეგებსა და ეფექტიანობაზე. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საჭირო არის მეტი კოორდინაცია სამთავრობო დონეზე. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც მაკოორდინირებელი ფუნქციით იქნება აღჭურვილი და რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც, რა თქმა უნდა, მეტ ეფექტიანობასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დამატებითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა შემეცნებითი კუთხით, განსაკუთრებით ეს სკოლის პედაგოგებთან არის დაკავშირებული, რომელთან ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდასთან უწევთ მუშაობა და შესაბამისად მათი ცნობიერების ამაღლება ლუდომანიის პრევენციის კომპონენტთან დაკავშირებით იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ამასთანავე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომლებიც დღეისათვის ძირითადად თბილისში და თბილისის შემოგარენში ხორციელდება. ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს შეეძლოთ ამ სერვისით სარგებლობა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სარეაბილიტაციო პროგრამები ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ჩვენი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნება სარეაბილიტაციო პროგრამის გაზრდა და საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდების ამ პროგრამებში ჩართვა”, - განაცხადა მიქანაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის