დმიტრო კულება - ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტი უნდა შეჩერდეს და საბრძოლო მასალები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს.

„ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ყველა ასეთი საბრძოლო მასალა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. ევროპაში წარმოებული ყოველი ვაზნა უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას “, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, პარტნიორებთან ყოველ შეხვედრაზე ის საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს.

„მათ ყველაფერი იციან ამის შესახებ. მათ დაუშვეს შეცდომები, რასაც აღიარებენ. გვიან გადაწყვიტეს საკუთარი წარმოების გაზრდა, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება და ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეცდომების გამო შედეგებს ვიმკით", - განმარტა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 000-მდე ჭურვს მიაწოდებს.

2023 წლის მარტში, ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის ერთი წლის განმავლობაში მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ამ დრომდე ევროკავშირმა უკრაინას 355 000 ჭურვი მიაწოდა, წლის ბოლომდე კი 1 155 000-ის გაგზავნა იგეგმება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო