ალექსანდრე ლუკაშენკო - მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან - ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.

„მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. შესაბამისი დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ .

მისი თქმით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ.“

„ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინე, არ გიცნობთ. მეგობრებო, პირველად გნახეთ!“ - დასძინა ლუკაშენკომ.

შემდეგ მან კვლავ ისაუბრა საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ.

„გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითისთვის ისევ საქართველო. მან დატოვა დსთ და ყველა სტრუქტურა. რა, ეს მისთვის უკეთესია? არა. სასურველია დაბრუნება. დაბრუნება კი ყოველთვის უფრო რთულია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს