ლევან დავითაშვილი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი - იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი

ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, როუმინგ მომსახურების ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს მოსახლეობამ ევროპაში მოგზაურებისას. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ევროკომისიაზე დამოკიდებული. კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი. ამაზე ინტენსიურად მიდის მუშაობა. ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია, თქვენ ნახეთ და მოისმინოთ ევროკომისიაში განცხადებები, საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია, ის იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეფორმები განახორციელა. თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როცა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა ჩაერთვებოდა ერთიან როუმინგულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ქვეყნებთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება