ლევან დავითაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის თავისუფალი ნაწილი, სამედიცინო მიმართულების გარდა კიდევ რომელ კომერციულ მიმართულებას დაეთმობა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის თავისუფალი ნაწილი, სამედიცინო მიმართულების გარდა კიდევ რომელ კომერციულ მიმართულებას დაეთმობა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ეს თავისუფალი სივრცე სწორი დაგეგმვის პირობებში საინვესტიციოდ იქნება გამოყენებული.

"პრემიერმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას აგრძელებს, არ წყვეტს ფუნქციონირებას, ყველა დასაქმებული თანამშრომელი ინარჩუნებს თავის პოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს და ვერ პასუხობდა, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმავე გეოგრაფიულ არეალში, ახალი მულტიკომპლექსური სამედიცინო ცენტრი აშენებულიყო. ეს პროცესი მალევე დაიწყება, შესაბამისად, საავადმყოფოს უკან მდებარე ცარიელი ტერიტორია გამოყენებული იქნება ახალი საავადმყოფოსთვის. ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ შესაბამისი პროექტი მოამზადოს და რაც შეიძლება მოკლე დროში დავიწყოთ ახალი სამედიცინო ცენტრის განვითარება. რაც შეეხება ტერიტორიის სხვა, თავისუფალ ნაწილს, ის შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა კომერციული მიზნით, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით და სხვა დანიშნულებითაც. ამაზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. თუმცა იქ საკმაო სივრცეა, რომელიც სწორი დაგეგმვის პირობებში იქნება გამოყენებული საინვესტიციოდ. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება