განათლების მინისტრი - ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი გადაიხედება და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს მოერგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გამოიტანა განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდგომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი გადაიხედება და მორგებული იქნება აღნიშნულ დოკუმენტზე.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობაზე გამოიტანა განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ფართო ექსპერტული ჩართულობით დავიწყეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ პროექტზე მუშაობა. საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ 2004 წლის შემდგომ, როდესაც ეს დოკუმენტი პირველად მიიღეს, დოკუმენტი არ განახლებულა და ბუნებრივია, 20 -ლიანი პაუზის შემდგომ, აუცილებელიც იყო მისი გადახედვა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად, არის ზოგადი განათლების კონსტიტუცია და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს და პოსტულატებს, თუ როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა საქართველოში, მათ შორის ზოგადი განათლების ჭრილში. ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც სრულად სასკოლო ზოგადი განათლება უნდა დაეფუძნოს, შესაბამისად, დღეიდან ვიწყებთ აღნიშნული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდგომ საბოლოოდ გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად. მთავარი პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, გახლავთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ოჯახის,საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერება, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და ცოდნა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა, თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა ამილახვარმა.

მან ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს მოუწოდა, გააცნონ თავიანთი რეკომენდაციები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის დახვეწა.

გარდა ამისა, გიორგი ამილახვარის თქმით, საბოლოოდ ყველა სახელმძღვანელო იქნება მორგებული აღნიშნულ დოკუმენტზე. „ამ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ძირითად მიზნებს და შედეგებს, თუ რა მიზნებზე უნდა გადიოდეს თითოეული საგანი თითოეულ კლასში, იქნება გაწერილი და განსაზღვრული. ეს არ გულისხმობს რაიმე ახალი საგნების დამატებას ან არსებულის გაუქმებას, თუმცა გულისხმობს ყველა სასკოლო საგნის მორგებას ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. თავის მხრივ, დაიწყება სახელმძღვანელოების სრულად განახლების ან მორგების პროცესი“, - განაცხადა ამილახვარმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის